განაცხადები მიიღება 2022 წლის 18 მაისის 12:00 საათიდან 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
პროგრამის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში დაფინანსდება პროგრამის პირობების შესაბამისად წარმოდგენილი პირველი 50 განაცხადი.
მწვანე საგრანტო პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოსთან” (RDA) თანამშრომლობით.