ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების „მწვანე საგრანტო პროგრამა“ ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ოჯახებისა და არსებული ბიზნეს სექტორისთვის ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაზე წვდომის გამარტივებას, ენერგიის ხარჯების დაზოგვის, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების შემსუბუქებისა და ბუნებრივ რესურსებზე (განსაკუთრებით ტყის რესურსზე) ზეწოლის შემცირების მიზნით. ვინაიდან, მიმდინარე მდგომარეობით საქართველოში ტყის რესურსი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის კვლავ მთავარი ენერგიის წყაროა, მწვანე საგრანტო პროგრამა მხარს უჭერს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის მიმართულების (მათ შორის ბაზრების) განვითარებას ქვეყანაში. პროგრამა მოიცავს შემდეგ ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების თანადაფინანსებას: თბოიზოლაცია, მზის ენერგიაზე მომუშავე ქარხნულად დამზადებული ვაკუუმური ტიპის წყლის გამაცხელებელი, მზის ენერგიაზე მომუშავე მარტივი ტიპის წყლის გამაცხელებელი და ჰაერის გამათბობელი.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ქედა, ხულო, ლაგოდეხი და თეთრიწყარო.
პროგრამის ფარგლებში პროდუქციისა და სერვისის შესყიდვა შესაძლებელია საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირებისგან.