პროგრამის ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
- იხილეთ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადს მიენიჭება უარყოფითი სტატუსი.
- საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი.
- უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი ან ბიზნესის ობიექტი), სადაც ხორციელდება თანადაფინანსება უნდა იყოს ბენეფიციარის საკუთრებაში.
- ფიზიკური პირის შემთხვევაში ბენეფიციარი უნდა იყოს მიზნობრივი მუნიციპალიტეტის მუდმივი მაცხოვრებელი, ხოლო სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში ბენეფიციარი უნდა ოპერირებდეს მიზნობრივ მუნიციპალიტეტში.
- ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს საბანკო ანგარიში საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ კომერციულ ბანკში.