პოტენციური ბენეფიციარი
- პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია ვებ. გვერდზე რეგისტრაცია და ინტერესის გამოხატვა შერჩეულ ტექნოლოგიაზე.
- განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების წარმოდგენა.
- დისტრიბუციის საფასურის გადახდა (დისტრიბუციის სერვისის მიღების შემთხვევაში).
- ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის გადახდა.
დისტრიბუტორები
- პროგრამის ფარგლებში რეგისტრირდებიან, როგორც დისტრიბუტორები და განსაზღვრავენ დისტრიბუციის საფასურს.
- ახდენენ ადგილობრივ მოსახლეობაში პროგრამის პოპულარიზაციას და პროგრამაში არეგისტრირებენ პოტენციურ ბენეფიციარებს.
- მხარს უჭერენ სქემაში ჩართულ მონაწილეებს (ბენეფიციარი და მიმწოდებელი) მთელი პროცესის განმავლობაში.
მომწოდებლები
- მოთხოვნის შესაბამისად უგზავნის ინდივიდუალურ შეთავაზებას თითეულ მომხმარებელს, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: საქონლის/მომსახურების დასახელას, საქონლის/მომსახურების ღირებულებას, მიწოდების ვადას-არაუგვიანეს 2022 წლის 15 აგვისტო, გადახდის პირობას და სავალდებულო მითითება, რომ სააგენტოს თანადაფინანსების წილი გაიცემა საქონლის/მომსახურების მიწოდების შემდგომ.
- ბენეფიციარს უწევს მომსახურებას შეთანხმებული პირობებით.
ხარისხის მაკონტროლებლები
- გაეროს განვითარების პროგრამის მოთხოვნით, ინსტალაციის პროცესის არა გეგმიური შემოწმებას ჩაატარებენ ხარისხის მაკონტროლებლები და შეამოწმებენ საბოლოო ინსტალაციის ხარისხს.